Tuesday, April 9, 2013





1. პროექტის სახელწოდება: მშობლებთან ურთიერთობა.

2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:მშობელთა ჩართვა სკოლის პრობლემებში.
3.
პროექტის აქტუალობ:მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დაყრდნობითწარმართოს პედაგოგმა ოჯახთან ურთიერთობა.
4. პროექტის მიზნები:
 ა)მასწავლებელთან მჭიდრო ურთიერტობის საფუძველზე უფრო ახლოს გაეცნობიან სკოლის სასწავლო პროგრამას, მისი შესრულების გზებს და საშუალებებს.
ბ)გაეცნობიან ისეთხერხებს და საშუალებებს, რომელიც სარგებლობის მომტანი იქნება მათი შვილებისათვის.
გ)აიღებენ საკუტარ თავზე პასუხისმგებლობას ისეთი საქმეების კეთებაზე, რაც თავად შეუძლიათ, ხოლო მასწავლებელს ტვირტს შეუმსუბუქებს. ეს გაზრდის პედაგოგის საქმიანობის ეფექტიანობას
5. მონაწილეთა ასაკი:
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1/10–დან 1/11–მდე
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება კითხვარები,მონაცემები,მშობელთა ინტერვიუები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისათვის.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ა)კომპიუტერი მონაცემთა დამუშავებისათვის
ბ)ხმის ჩამწერი მოწყობილობა ინტერვიუების და შემდგომი დამუშავებისათვის.
გ)თაბახები, კალმები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადიაქტივობები): მასწავლებელი გააცნობს v კლასის მოსწავლეებს რამოდენიმე საინტერესო თემას, აქედან არჩევანს აკეთებენ თემაზე: 'მშობლებთან ურთიერთობა'. თემასთან დაკავშირებით სვამენ კითხვებს: 1)რატომ უნდა დაწხმარონ მშობლები სკოლას და კლასს საკუთარი სურვილით?
2)როგორ არიან განწყობილი მშობლები სკოლისადმი და რას ელიან?
3)აქვთ  თუ არა სურვილი სკოლის პრობლემებში ჩართვის?
4)როგორია ოჯახის წიგნიერების  დონე?
კლასი იყოფა ჯგუფებად და ეძლევათ დრო თემის შესწავლისათვის.
ჯგუფში გადანაწილდება დავალებები ვინ ,რას როდის აკეტებს.
სამოქმედო გეგმა მომზადდება და თითოეულ ოჯახში განაწილდებიან მოსწავლეები.
ოჯახის შესწავლა და მშობლებთან ურთიერთობის გარკვევა მოხდება ისე, რომ არ შეილახოს ოჯახის წევრთა  ავტორიტეტი. თუ საჭიროა, გადაიღებენ ფოტომასალას ან ჩაიწერენ.
ჩანაწერი შეიძლება წაუკითხონ რათა დაეთანხმონ ან უარყონ შენიშვნები. მშობლებთან ინტერვიუები შეიძლება ანონიმურად წარმართონ, თუ ეს მშობელთა სურვილი იქნება.
ბავშვები ემშვიდობებიან მშობლებს და მადლობას უხდიან თანამშრომლობისათვის.
ხდება პრეზენტაცია, როგორ იმუშავეს ინდივიდუალურად, გუნდურად.შექმნეს თუ არა სლაიდი, არის თუ არა სრულყოფილი და ა. შ.
და ბოლოს, მასწავლებელი და მოსწავლეები შეაჯამებენ პროექტის სიკარგეს.
1
1. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
1
2. პროექტის  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: